ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანი "სუფრა" გაიხსნა. ამიერიდან ამერიკის დედაქალაქი ქართული სამზარეულოს მოყვარულებს მე-11 ქუჩაზე უმასპინძლებს.
ქართული ტრადიციული სამზარეულოსა და ღვინის სიყვარულმა ჯონათან და ლაურმა ნელმსებს ამერიკაში საკუთარი საქართველოს შექმნა აიძულათ. ჯონათანი პროფესიით იურისტია. სამი წლის განმავლობაში, მოსკოვში ცხოვრობდა. ქართულ სამზარეულოს გემო სწორედ აქ გაუსინჯა. 2011 წელს ცოლ-ქმარი საქართველოს ეწვია. იმ დროიდან, ორივე მათგანი სამშობლოში ქართული რესტორნის გახსნაზე ოცნებობდა.
იხილეთ ვიდეო: PALITRAVIDEO-ზე