რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, 10 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება, - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში, ჩატარდება რეგლამენტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევრო ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ იგეგმება.
სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად კომპანია ”ლეიტნერის” სპეციალისტები ჩაატარებენ. გარდა ამისა, აღნიშნული დროის მონაკვეთში საბაგიროს ორივე სადგურსა და სარემონტო ზონაში შეიცვლება ძველი იატაკის საფარის ფენა და ჩანაცვლდება ახლით.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.