20 ე.წ. კვალიფიციური სუბიექტის დაფინანსებისთვის 2017 წელს ბიუჯეტიდან 9 687 096 ლარია განსაზღვრული

2017 წელს, დღეის მდგომარეობით, 20 ე.წ. კვალიფიციური სუბიექტის დაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან 9 687 096 ლარია განსაზღვრული.

ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, ამჟამად დაფინანსების მიმღები პარტიებისთვის საბიუჯეტო თანხები შემდეგი ოდენობებით არის განაწილებული:

”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - წლიური დაფინანსება 2 081 038 ლარი; ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - წლიური დაფინანსება 1 021 726 ლარი; ”ევროპული საქართველო” წლიური დაფინანსება - 946 126 ლარი;

”საქართველოს კონსერვატიული პარტია” - წლიური დაფინანსება 236 572 ლარი; ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” - წლიური დაფინანსება 536 572 ლარი; ”რესპუბლიკური პარტია” - წლიური დაფინანსება 236 572 ლარი; ”ეროვნული ფორუმი” - წლიური დაფინანსება 236 572 ლარი.

”საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” - წლიური დაფინანსება 598 698 ლარი; ”თავისუფალი დემოკრატები” - წლიური დაფინანსება 512 196 ლარი; ”ლეიბორისტული პარტია” - წლიური დაფინანსება 472 812 ლარი; ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” - წლიური დაფინანსება 241 625 ლარი; ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” - წლიური დაფინანსება 997 037 ლარი;

”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - წლიური დაფინანსება 743 408 ლარი; ”ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი” - წლიური დაფინანსება 87 024 ლარი; ”თავისუფალი საქართველო” - წლიური დაფინანსება 87 024 ლარი; ”თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა” - წლიური დაფინანსება - 87 024 ლარი; ”საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - წლიური დაფინანსება 87 024 ლარი; ”ახალი ქრისტიან-დემოკრატები” - წლიური დაფინანსება 87 024 ლარი;

”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - წლიური დაფინანსება 195 511 ლარი და ”სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო” - წლიური დაფინანსება 195 511 ლარი.

ამასთან, 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, თამარ ჟვანია პარტიათა დაფინანსების შესახებ ახალ განკარგულებას უახლოეს მომავალში გამოსცემს.