7 მიზეზი, რატომ სჯობს iphone 8-ის ყიდვა iphone x-ს

მიმდინარე წელს ეფლმა სამი ახალი iphone გამოუშვა: iPhone 8, iPhone plus და iPhone-X.

iPhone- ის ყველაზე ძვირადღირებულ მოდელს iPhone X-ს მომავლის სმარტფონსაც უწოდებენ, თუმცა სპეციალისტების უმრავლესობა iPhone X-ის ნაცვლად iPhone 8-ის შეძენას გვირჩევენ.

ტელეფონის ფასი

ბუნებრივია, სმარტფონის ყიდვისას ფასი ბევრი ადამიანისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. iPhone 8-ის ფასი 700 დოლარიდან, ხოლო iPhone 8 Plus-ის ფასი 800 დოლარიდან იწყება. 1000 დოლარი ღირს iPhone X. შესაბამისად, iPhone 8-ის ყიდვით, თქვენ მინიმუმ 200 დოლარს დაზოგავთ.

iPhone 8 -სა და 8 Plus-ს იგივე ტვინი აქვთ, რაც iPhone X-ს

სმარტფონის შერჩევისას ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. სამივე მათგანი ფუნქციურად იდენტურია. თითოეული მუშაობს iOS 11-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სამივე მათგანს ერთი და იგივე შესაძლებლობა აქვს.

ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ახალი iPhone X აღჭურვილია Face ID პროგრამით. ეს იმას ნიშნავს, რომ საკმარისია უბრალოდ დახედოთ ტელეფონს, ახალი ტექნოლოგია წამის მცირე მონაკვეთში მოახდენს პატრონის იდენტიფიცირებას და გაიხსნება.

Touch ID სანდო პროგრამაა, Face ID - არა

პირველად პროგრამა Touch ID 2013 წელს iphone 5S-ში გამოჩნდა. მას შემდეგ ბევრჯერ შეიცვალა და დაიხვეწა. მართალია Face ID კარგად მუშაობს, მაგრამ ნაკლებად საიმედოა, ვიდრე Touch ID.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია სახის კოპირება. სახე თითის ანაბეჭდისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო ღია მონაცემია, რომელიც არაერთ ბაზაში და პლატფორმაზეა განთავსებული.

უკაბელო დატენვის ფუნქცია

iPhone 8, 8 Plus და iPhone X - სამივე მათგანს უკაბელო და სწრაფი დატენვის ფუნქცია აქვს. თუმცა, თუ iPhone 8-ის ფასს გავითვალისწინებთ, სჯობს არჩევანი მასზე შეაჩეროთ.

უკანა კამერა

ვისთვისაც ფოტოგრაფია მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა იცოდეს, რომ სამივე სმარტფონს იდენტური უკანა კამერები აქვს.

წინა კამერა

უკანა კამერის მსგავსად, „ეფლის“ ახალ სმარტფონებს წინა კამერაც ფუნქციურად იდენტური აქვს. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ iPhone X-ს ექსკლუზიური პროგრამა აქვს, როგორიცაა პორტრეტის განათება, რომელიც საშუალებას გაძლევს სელფის უკანა ფონი წაშალო.

ზომა

iPhone 8 და 8 Plus ზომები თითქმის მათი წინამორბედების, iPhone 7 და 7 Plus-ის იდენტურია. ახალი ტელეფონები ოდნავ მძიმეა. მათ სიმაღლეს, სიგრძესა და სიღრმეს შორის კი უმნიშვნელო სხვაობაა, ყველა პარამეტრში სხვაობა მილიმეტრზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ძველი iPhone 7-ის ქეისები iPhone 8-საც მოერგება.

რაც შეეხება IPhone X, მისი ზომები სრულიად განსხვავებულია, ამიტომაც ძველი ქეისი არ გამოგადგებათ. შესაბამისად ხარჯი კიდევ გაიზრდება.