დავით ნარმანია - საზღვარგარეთ არ მივდივარ, ვრჩები საქართველოში

საზღვარგარეთ არ მივდივარ, ვრჩები საქართველოში , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს მის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, კონსულტაციების შემდეგ ისაუბრებს თუ სად გააგრძელებს საქმიანობას, მანამდე კი "ცოტას დაისვენებს".

"ორშაბათს ახალ მერს გადავაბარებ მართვის სადავეებს. დავისვენებ ძალიან ცოტას, რის შემდეგაც მივიღებ საბოლოოდ გადაწყვეტილებას. საზღვარგარეთ არ მივდივარ, ვრჩები საქართველოში",- განაცხადა ნარმანიამ.