ბრიტანული სავაჭრო ქსელი John Lewis ყოველთვის გამოირჩეოდა საშობაო რეკლამებით.
ბრენდმა არც წელს უღალატა ტრადიციას და ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა, სადაც მთავარ როლს პატარა ბიჭი და მონსტრი თამაშობს.
ჯონ ლუისის მორიგი საშობაო რეკლამა ოსკაროსანმა რეჟისორმა მიშელ გოდრიმ გადაიღო. რეკლამის საუნდტრეკი კი "ბითლზის" Golden Slumbers-ის ქავერია, რომელსაც ბრიტანული ბენდი Elbow ასრულებს.
რეკლამის გადაღებაზე მილიონი დოლარი დაიხარჯა.