გადავალთ შრომის ანაზღაურების ფიქსირებულ სისტემაზე და მაქსიმალურად შეიზღუდება პრემიების განაწილების წესი , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო სახსრების ხარჯვა ეფექტურად და რაციონალურად უნდა ხდებოდეს. „პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტია წარდგენილი შრომით ანაზღაურებაზე, რომლის მიღების შემდეგ სრულად მოწესრიგდება ეს სისტემა. გადავალთ შრომის ანაზღაურების ფიქსირებულ სისტემაზე და მაქსიმალურად შეიზღუდება პრემიების განაწილების წესი. ჩვენ ეს საკითხი უკვე მოწესრიგებული გვაქვს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც არც ერთი დეპუტატი არ იღებს პრემიას. აქ საუბარია მხოლოდ შრომით ანაზღაურებაზე, რომელიც შედგება სარგოსგან და დანამატისგან, რომელიც ასევე ფიქსირებულია. აღნიშნული საკითხი პარლამენტში არის მოწესრიებული და ანალოგიურად, კანონის საფუძველზე მოწესრიგდება საჯარო სამსახურის სხვა სფეროებში, მათ შორის აღმასრულებელ განშტოებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.