წინასწარი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრები მინისტრთა კაბინეტს ტოვებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, გიორგი მღებრიშვილისა და ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
გარდა ამისა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია მთავრობაში ორი სამინისტროს, კერძოდ კი, კულტურისა და სპორტის უწყებების გაერთიანების საკითხი. სავარაუდოდ, გაერთიანებულ სამინისტროს არც კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და არც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი არ უხელმძღვანელებს. ამასთან, ამ ეტაპზე უცნობია, მოხდება თუ არა მათი სხვა პოზიციაზე გადაყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განცხადება მომავალ კვირას გაკეთდება.