Samsung -ი „უსასრულო“ ეკრანის კონცეფციას საშუალო ხაზში დანერგავს

კომპანია Apple-ის მიერ ცოტა ხნის წინ წამროდგენილი iPhone X-ის შემდეგ სულ უფრო აქტუალური გახდა კითხვა, რას დაუპირისპირებს მას  უშუალო კონკურენტი SAMSUNG-ი.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ კორეული გიგანტი ასევე აპირებს წარმოადგინოს საფლაგმანო მოდელი X ბრენდის ქვეშ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება.

ცნობილი ხდება, რომ iPhone X-ის მთავარი სიახლის ე.წ. "უსასურლო“ ეკრანის კონცეფციას „სამსუნგი“ არათუ საფლაგმანო მოდელში, არამედ მასზე ერთი საფეხურით დაბლა მდგომ A ხაზში დანერგავს. შესაბამისად ამ ინოვაციური ეკრანის მქონე მოდელი არათუ აპრილში დაგეგმილი Galaxy S9-ში იქნება წარმოდგენილი, არამედ უფრო ადრე 2018 წლის თებერვალში A5-ში ვიხილავთ.

როგორც ცნობილია, Galaxy A-ს ხაზი Galaxy S-ზე უფრო იაფია და ბაზარზე წარმოდგენილია რამდენიმე მოდელით. რაც შეეხება საფლაგმანო მოდელს Galaxy S9-ს ამ დროისთვის გავრცელებული იფნრომაციით საბაზისო მოდელშივე მიიღებს ორმაგ კამერას, სახის ამომცნობ ფუნქცისა და სხვა სიახლეებს.

კოკა კვირკველია