საკადროს გარდა, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებებიც ხორციელდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებების შედეგად რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება.
კერძოდ, პრემიერის თქმით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანდება და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას.