ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, - ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბახტაძემ აჩვენა კონკრეტული შედეგები ”საქართველოს რკინიგზის” მართვის პირობებში.
”მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება. მან აჩვენა კონკრეტული შედეგები ”საქართველოს რკინიგზის” მართვის პირობებში. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ”საქართველოს რკინიგზის” ინტეგრაცია აბრეშუმის გზის დერეფანში. დაიწყო ყურის ქვეყნებსა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე ძალიან აქტიური მუშაობა, მოხდა თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა და ახალი თანამედროვე მოძრავი შემადგენლობის შემოყვანა. მამუკა ბახტაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ინსეადის ცნობილ სკოლაში საფრანგეთში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.