ბუზესკუ - მილიონერი ბოშების ქალაქი

რუმინელი ბოშების "მეფეს" ფლორიან ჩიოაბას წელიწადში შემოსავლის სახით 50-80 მლნ ევრო აქვს.

რუმინეთში, ბუქარესტთან ახლოს მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბოშათა ქალაქი - ბუზესკუ. ქალაქში 800-მდე სახლია და თითოეული მათგანის ღირებულება 2-დან 30 მლნ დოლარამდე აღწევს. მთლიანობაში კი ამ ბოშების უძრავი ქონება 4 მლრდ დოლარად ფასდება.  ქალაქში 5000 ადამიანი ცხოვრობს. ეს ადგილი მილიონერი ბოშების ბევერლი-ჰილზია.

ბუზესკუს ბოშები გადასახადებს არ იხდიან, ფორმალურად ისინი ითვლებიან უმუშევრებად ან ნულოვანი ბალანსის მქონე ფირმების მფლობელებად.

რუმინელი ბოშების "მეფეს", ფლორიან ჩიოაბას წელიწადში შემოსავლის სახით 50-80 მლნ ევრო აქვს. მის კლანს დაახლოებით 300 ოჯახი ეკუთვნის.  "მეფისა" და  მისი კლანის საერთო შემოსავალი წელიწადში 300-400 მლნ დოლარს აღწევს. ბოშების უმეტესობა თანხას ნახევრად კონტრაბანდული  ან კონტრაბანდული გზით იღებს. ისინი დაკავებულნი არიან სასტუმროების ბიზნესით და ვაჭრობით. ასევე დასავლეთ ევროპაში სიგარეტის კონტრაბანდით.

საინტერესოა, რომ მდიდარი ბოშების ნათესავები, ტრადიციულ საქმიანობასაც მისდევენ. ბევრ მათგანს ჰყავს შინაური ცხოველი თუ ფრინველი, ცხენები.  ქალები კი ძველებურად ნაჭრის საბნებს კერავენ... გთავაზობთ ბოშების ყოფის ამსახველ ფოტოგალერეას.

იხილეთ ფოტოგალერეა