ერდოღანი - პირველ თურქულ ავტომობილს მე ვიყიდი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველი თურქული ავტომობილის ყიდვას აპირებს.

ერდოღანის თქმით, თურქული ავტომობილები გაყიდვაში 2021 წელს გამოჩნდება და ის იქნება პირველი, ვინც ადგილობრივი წარმოების ავტომობილს შეიძენს.

„2019 წელს ჩვენ თურქული ავტომობილის პროტოტიპის შექმნას დავასრულებთ, 2021 წელს ასეთი ავტომობილები უკვე გაყიდვაში იქნება. პირველ ავტომობილს მე შევიძენ. პროექტს ხუთი კომპანია გაუძღვება: Anadolu, BMC, Kıraça, Turkcell და Zorlu“, - აღნიშნა ედროღანმა.