მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროში მასშტაბურ საკადრო გადაადგილებებს არ გეგმავს

ფინანსთა ახალი მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროში მასშტაბურ საკადრო გადაადგილებებს არ გეგმავს , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ფინანსთა სამინისტრო არის წარმატებული უწყება. შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე მასშტაბურ საკადრო გადადგილებებზე საუბარი არ იქნება ნამდვილად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„საქართველოს რკინიგზის“ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად დღეს პრემიერმა წარადგინა. ის აღნიშნულ პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილს შეცვლის, რომელიც თავის მხრივ ეკონომიკის, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტის გაერთიანებულ უწყებას უხელმძღვანელებს.