განათლების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, გაგრძელდება თუ არა სკოლებში ე.წ. ვაშლების დარიგების პროგრამა.
”ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ის თემატიკა, რომელსაც სჭირდება სერიოზული, კომპლექსური და ფუნდამენტური მიდგომა, - ასე უპასუხა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჟურნალისტების შეკითხვას, გაგრძელდება თუ არა ე.წ. ვაშლების დარიგების პროგრამა სკოლებში.
ჩხენკელის თქმით, ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და იქნება განათლების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი.
“ზოგადად, ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და იქნება ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ეს არის სწორედ ის თემატიკა, რომელსაც სჭირდება სერიოზული, კომპლექსური და ფუნდამენტური მიდგომა და ამას განახორციელებს განათლების სამინისტრო“, - განაცხადა ჩხენკელმა.