მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მინისტრთა კაბინეტს ჯამში 6 მინისტრი დაემშვიდობება.
კერძოდ, მინისტრის პორტფელს ტოვებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებით ტოვებენ პოსტებს მთავრობის წევრები.
მიმდინარე წლის 31 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფლობს 18 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოფარეხს თბილისში; დანარჩენი უძრავი ქონება კი მისი მეუღლისა და შვილის საკუთრებაშია. მინისტრის პოსტზე მისმა შემოსავალმა გასულ წელს 75 000 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ხეჩიკაშვილს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე - 889,29 ლარი და 0,05 დოლარი ჰქონდა; მის საკუთრებაშია ასევე ს/ს „ვივის“ 28 340 აქცია. აქედან 5 000 აქცია 76 750 ლარად 2016 წელს შეიძინა. ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ტარიელ ხეჩიკაშვილი იყო სს „ვივის“აქციონერი; შპს სპორტული კლუბი „ოლიმპის“ 82%-იანი წილის მფლობელი; შპს „ავტო სერვის კავკასიის“ 32%-იანი წილის მესაკუთრე; შპს „ავტოსტილის“ 25%-იანი წილის მფლობელი; შპს „კავკასუს მოტორსის“ 33,40% -იანი წილის მესაკუთრე და შპს „იბერია ავტოს“ 70%-იანი წილის მფლობელი.
მას ეკუთვნის ასევე შპს „იბერია ავტო ჰაუსის“ 25%-იანი წილი; შპს „იბერია ავტო ლენდის“ 21,25%; შპს „იბერია სერვისის“ 20%-იანი წილი, რომლის საქმიანობითაც 2016 წელს ხეჩიკაშვილმა 10 128 181 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო; შპს „სენა ავტოს“ 21,25%; შპს „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ 33,33%-იანი წილი; შპს „სითი სპორტის“ 70%; შპს „ფეხბურთის საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის“ 33,30%; შპს „იბერია კაპიტალ ინვესტის“ 40%-იანი წილი; შპს „იბერია ინვესტის“ 25%; შპს „იტა სერვისის“ 25%; არის შპს „იბერია ავტო ცენტრის“ 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა წინა წელს 105 263 ლარი შეადგინა; შპს „კია მოტორს ჯორჯიას“ 25%-იანი და შპს „კრეს GMBH ავტო ჰაუსის“ 50%-იანი წილის მფლობელი. აღსანიშნავია, რომ ამათგან ზოგიერთ საწარმოში მინისტრის პარტნიორი არის შპს „სპორტ ინვესტი“, რომლის 33,34%-იანი წილის მფლობელიც ხეჩიკაშვილის მეუღლე ეკატერინე ინასარიძეა და შპს „იბერია ინვესტი“, რომლის 25%-ს თავად ტარიელ ხეჩიკაშვილი ფლობს.
დეკლარაციის შევსების მომენტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ჰქონდა 172 000 დოლარის ოდენობის სესხი „თი-ბი-სი“ ბანკში, რომლის შედეგადაც 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მისმა გასავალმა 174 395,33 დოლარი შეადგინა, ამავე ბანკში ჰქონდა 260 000 დოლარის სესხი, რომლის გასავალიც 267 839,28 დოლარი იყო; ამავე ბანკში არსებული 277 760 დოლარის სესხი, რომლის გასავალმაც 2016 წელს 283 925,45 დოლარი შეადგინა და 283 000 დოლარის ოდენობის სესხი, რომლის გასავალიც 106 840,83 დოლარი იყო. მინისტრს „საქართველოს ბანკში“ 513 000 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა, რომლის გასავალიც 82 804 დოლარი იყო. ასევე ჰქონდა 800 000 ლარის ოდენობის სესხი, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა წინა წლის განმავლობაში 720 000 ლარი შეადგინა. ასევე მის სახელზე იყო რეგისტრირებული ჯამში 1 783 325 ლარის ოდენობის რამდენიმე სესხი. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის გასავალმა წინა წელს ქველმოქმედების სახით 60 000 ლარი, ხოლო ქონების გადასახადის სახით 7 500 ლარი შეადგინა.
ტარიელ ხეჩიკაშვილს ყავს მეუღლე ეკატერინე ინასარიძე და 7 შვილი. მათგან ერთ-ერთი, თამარ ხეჩიკაშვილი ფლობს თბილისში მდებარე 1 401 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 50%-იან წილს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი აუდი ა8, რომელიც 2016 წელს 95 387 ლარად შეიძინა. რუსუდან ხეჩიკაშვილის საკუთრებაში კი ავტომანქანა „კია სორენტოა“, რომელიც ასევე გასულ წელს 46 385 ლარად იყიდა.
მეუღლე ეკატერინე ინასარიძე ფლობს 63,21 კვ. მეტრის ბინას თბილისში; 1 177,51 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს დედაქალაქში; ამავე მისამართზე მდებარე 1 000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს თბილისში; 142,81 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში; 800 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს დაბა ფასანაურში და 1 200 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს საგურამოში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი volkswagen ტიგუანი. დეკლარაციის შევსების მომენტში ინასარიძეს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 13,40 ლარი და 81,68 დოლარი; "ვი-თი-ბი ბანკის" დეპოზიტზე ჯამში - 336 289 დოლარი, მიმდინარე ანგარიშზე - 55 753,40 დოლარი; "თი-ბი-სი ბანკის" მიმდინარეზე კი 868 ლარი და 740 დოლარი ჰქონდა. მინისტრის მეუღლე არის ასევე შპს „კრეს ავტო ჰაუსის“ 50%-იანი წილის; შპს „სპორტ ინვესტის“ 33,34%-ს; შპს „იბერია სითის“ 25%-იანი წილისა და შპს „საფეხბურთო კლუბ საბურთალოს“ 35%-იანი წილის მფლობელი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა 24 000 დოლარის ოდენობის სესხი „თი-ბი-სი“ ბანკში, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა წინა წელს 4 022,49 დოლარი შეადგინა.
ენერგეტიკის მინისტრს ილია ელოშვილს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 11 იანვარს აქვს შევსებული. მინისტრობამდე ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო და ამ თანამდებობაზე მისმა შემოსავალმა 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 89 374 ლარი შეადგინა.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ენერგეტიკის მინისტრი ფლობს 300 კვადრატული მეტრის ფართობის საცხოვრებელ სახლს ყაზბეგში, სოფელ ფხელშეში და ამავე მისამართზე მდებარე 1 500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Toyota Forruner.
დეკლარაციის შევსების მომენტში ელოშვილს „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 350 ლარი ჰქონდა. მის სახელზე იყო ასევე „საქართველოს ბანკში“ 17 500 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი, რომლის გასავალმაც გასული წლის განმავლობაში 2 076 დოლარი შეადგინა და „თიბისი ბანკში“ არსებული 30 000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი, რომლის გასავალმაც წინა წელს 9 912 ლარი შეადგინა. ილია ელოშვილს ყავს მეუღლე და 2 შვილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გასული წლის შემოსავალმა ამ პოსტზე 75859.05 ლარი შეადგინა. ასეთია მინისტრის მიერ 2017 წლის 27 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მონაცემები.
დეკლარაციის თანახმად, მინისტრი ფლობს დაბა წაღვერში 90 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს, რომელიც 2011 წელს მემკვიდრეობით მიიღო და ამავე მისამართზე არსებულ 2006 წელს 5 000 ლარად ნაყიდ 232 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი „მერსედესი 350“.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში მინისტრს „ტერა ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 14 800 ლარი ერიცხებოდა. ასევე ნაღდი ფულადი თანხის სახით 75 ათასი დოლარი ჰქონდა.
მღებრიშვილს ჰყავს მეუღლე ნინო გედევანიშვილი და სამი შვილი. ნინო გედევანიშვილი ფლობს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 142.60 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 33,33%-ს. ბინის თანამფლობელები სოფიო გედევანიშვილი და ვლადიმირ კრუგლიკოვი არიან. დეკლარაციის შევსების მომენტში "ლიბერთი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე გედევანიშვილს 30 ლარი, ანაბარზე კი 485 ლარი ჰქონდა. მისმა ხელფასმა 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, „ლიბერთი ბანკის“ კადრების დეპარტამენტის ადმინისტრატორის თანამდებობაზე - 19 731.05 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 5 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასული წლის 3 ივნისიდან 31 დეკემბრის პერიოდში, განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას შემოსავალმა 43 428,17 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, ჯეჯელავა ფლობს 95 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Hyundai ix35.
მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში, "თიბისი ბანკის" ანაბრებზე - 22 589,67 დოლარი; სახელფასოზე - 402,4 ლარი; მიმდინარე ანგარიშზე - 73,43 დოლარი; ხოლო საკრედიტოზე - 42,89 დოლარი ჰქონდა. რაც შეეხება შემოსავლებს, დეკლარაციის თანახმად, 2016 წლის იანვარი-მაისის პერიოდში ააიპ მართვის აკადემიის“ თავმჯდომარის პოსტზე ჯეჯელავას შემოსავალმა 110 402,10 ლარი შეადგინა; ამავე პერიოდში როგორც მოწვეულმა პროფესორმა შემოსავლის სახით, შპს "საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტში " 2 625 ლარი; შპს "კავკასიის უნივერსიტეტში" კი 750 ლარი მიიღო.
ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში განათლების მინისტრს ჰქონდა 13 000 დოლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი „თი-ბი-სი“ ბანკში, რომლის გასავალმაც 2016 წლის განმავლობაში 10 263,59 დოლარი შეადგინა; ასევე ამავე ბანკში ჰქონდა 65 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი, რომლის შედეგადაც გასავალი წინა წელს 27 048,40 ლარი იყო. მის სახელზე იყო ასევე შპს „აი-ბი-ეფ“-ზე გაცემული 13 000 დოლარის ოდენობის სესხი. დეკლარაციის თანახმად, ჯეჯელავას გასავლებმა ქონების გადასახადის სახით - 1 552 ლარი; მაია ჯეჯელავას სწავლის საფასურის სახით კი 2 350 ლარი შეადგინა.
ალექსანდრე ჯეჯელავას ყავს მეუღლე - ნატალია მუხადგვერდელი და ერთი შვილი. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ფლობს 45 კვ. მეტრი ფართობის ბინას ბათუმში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში "თი-ბი-სი“ ბანკის ანაბრებზე - 6 723.42 ლარი და 185,17 ევრო; სახელფასოზე - 406,84 ლარი; ხოლო დეპოზიტზე - 1 500 ლარი ჰქონდა. მუხადგვერდელის შემოსავალმა 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ააიპ „მართვის აკადემიაში“ ადმინისტრაციის უფროსის/დირექტორის თანამდებობაზე 39 325,13 ლარი შეადგინა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2016 წლის 21 დეკემბერს აქვს შევსებული. დეკლარაციის მიხედვით, დოლიძე ფლობს 240 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 10 000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ჩოხატაურის რაიონის , სოფელ განახლებაში და 24 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს თბილისში. მასვე ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში 185 000 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი ჰქონდა.
დოლიძეს ყავს მეუღლე და ორი შვილი. დეკლარაციის თანახმად, დოლიძის მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს Toyota Camry-ს. ამასთან, მისმა შემოსავალმა შპს „ჰერა 2011“-ში ექიმ-გინეკოლოგად მუშაობისას 2 800 ლარი შეადგინა.
2016 წლის 26 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ფლობს 1 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს წავკისში; 30 კვ. მეტრის ავტოფარეხს თბილისში; 49.90 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს დედაქალაქში; 4 402 კვ. მეტრისა და 880.26 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთებს ბადიაურში. მინისტრის პოსტზე მისმა შემოსავალმა 50 000 ლარი; პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის თანამდებობაზე კი - 22 155 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას დეკლარაციის შევსების მომენტში ,,თი–ბი–სი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 50.20 ლარი; „ვიზა კლასიკზე“ 3 448.98 დოლარი; ანაბარზე - 45 176.01 დოლარი; „ბანკი ქართუს“ ვიზა პლატინუმზე კი 3 179.79 ლარი ჰქონდა. ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში აგულაშვილი შპს "პოლიტტექნოლოგიების ლაბორატორიის" პარტნიორიც იყო.
დეკლარაციის შევსების მომენტში, გიგლა აგულაშვილს ჰქონდა 17 600 ლარის ოდენობის იპოთეკა, რომლის შედეგადაც გასავალმა 3 480 ლარი შეადგინა და 30 000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი, რომლის შედეგადაც მისი გასავალი 5 892 ლარი იყო.
ამასთან, აგულაშვილის წლიურმა გასავალმა შვილების სწავლის საფასურის სახით, 22 500 ლარი და 4 832.32 დოლარი, სასოფლო სამეურნეო მიწის დამუშავებაზე - 32 000 ლარი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა - 56 000 ლარი შეადგინა.
გიგლა აგულაშვილს ყავს მეუღლე და სამი შვილი. დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ფლობს 100 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში და მსუბუქ ავტომობილს Suzuki Grand Vitara-ს. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში ,,თი–ბი–სი ბანკში“ 0.60 დოლარი; სახელფასო ანგარიშზე კი 95.11 ლარი ჰქონდა. გიგლა აგულაშვილის შვილი გიორგი აგულაშვილი კი ფლობს 83 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში „თი–ბი–სი ბანკის“ დეპოზიტზე 619.64 ლარი; საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარშზე კი 1206.93 ლარი ჰქონდა.