მთავარ პროკურატურასთან „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და პოლიციას შორის ამ წუთებში დაპირისპირებაა.
დაზარალებულმა მოვაჭრეებმა, რომლებიც მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ, კარვის გაშლა სცადეს. სწორედ ამას მოჰყვა პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება. პოლიციელები მათ კარვის დადგმის უფლებას არ აძლევენ.
ამ წუთებში პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ, რომ კარავი ტერიტორიიდან გაიტანონ, რასაც აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევენ.
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრისგან დაზარალებულები ხანძრის მიზეზების გამოძიებას და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.