ცნობილი ამერიკული ბრენდი GUESS და ფრანგული LACOSTE თბილისში მაღაზიას გახსნიან.
ორივე მაღაზია ნოემბრის ბოლოს სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ გაიხსნება. მაღაზიებში წარმოდგენილი იქნება როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ტანსაცმლის კოლექციები.
ორივე ბრენდი საქართველოში „დრესაპ ჯგუფის“ შემოჰყავს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ლაშა მურვანიძის თქმით, აღნიშნული ბრენდ მაღაზიების გახსნით, კიდევ ორი ახალი საყვარელი ადგილი შეემატება მათ, ვისთვისაც ბრენდი, ხარიხსი, სტილი და მოდურობა თანაბრად მნიშვნელოვანია საყიდლებზე სიარულისას.
"გალერია თბილისი" 30 ნოემბერს გაიხსნება.