დეკემბრის შემდეგ სკოლებში ვაშლები აღარ დარიგდება.
როგორც განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, აღნიშნული კომპონენტი დეკემბერში სრულდება და შესაბამისად, ვეღარ გაგრძელდება.
„არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესი და ის აუცილებლად გაგრძელდება. რაც შეეხება ვაშლების დარიგებას, ეს კომპონენტი სრულდება და შესაბამისად, ვერ შენარჩუნდება“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
სკოლებში ვაშლების დარიგების კამპანია ოქტომბრიდან დაიწყო.