ექსპერტთა შეფასებით, სტრუქტურული ცვლილებებით მინიმუმ 20 მილიონი ლარი დაიზოგება

დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება.

4 უწყება – ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა უწყებებს უერთდება.

უფრო კონკრეტულად კი, ეკონომიკის სასამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი; სამინისტროების გაერთიანებას დადებითად აფასებენ ექსპერტები. ეკონომისტების თქმით, სამინისტროების შერწყმით მათი ფუნქციები არ დაკნინდება. მათივე თქმით, ბიუროკრატიული შემცირება ქვეყნისთვის საჭირო იყო. როგორც ექსპერტები ამბობენ, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მართვისა და ეკონომიკის სხვა მიმართულებების ერთი სივრცის ქვეშ მოქცევა, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კიდევ უფრო ეფექტიანსა და შედეგებზე ორიენტირებულს გახდის. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ შედეგის ეფექტიანობა სწორი მენეჯმენტის გარეშე ვერ დადგება. 

იხილეთ ვიდეო: PALITRANEWS-ზე