მიმდინარე კვირის ფინანსური ბაზრის მიმოხილვა

უმსხვილესი კრიპტოვალუტა აგრძელებს დასუსტებას.

8 ნოემბერს ბიტკოინმა დასუსტება დაიწყო, რადგან ინვესტორებმა პოზიციების დახურვა დაიწყეს და შეწყვიტეს ბიტკოინის სასარგებლოდ ვაჭრობა მოახლოვებული SegWit2x-ის გამო, რომელიც 15 ნოემბერს შედგება. დაგეგმილი გაყოფა მიზნად ისახავს უფრო მეტი ტრანზაქციების განხორციელებას, მაგრამ პროგრამული სისტემის განახლება გაურკვევლობას ქმნის კრიპტოვალუტაზე, რაც ამცირებს მის ფასს. გასული კვირის ბოლოს Bitcoin-ის ფასი 8%-ით შემცირადა, ხოლო Bitcoin Cash გაიზარდა 40%-ით. რადგან ივესტორებს ნდობა ბიტკოინ ქეშის მიმართ უფრო მეტად აქვთ. დღეს, 13 ნოემბერს ბირჟაზე Bitcoin-მა მინიმალური ფასი 5591$ დააფიქსირა.

ჩემი აზრით, ბიტკოინი გაარძელებს დასუსტებას 15 ნოემბრამდე, რადგან მოვაჭრეები სიფრთხილეს გამოიჩენენ და დაელოდებიან გაყოფის შემდეგ გამოწვეულ შედეგებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს დროებით დასუსტებაა და ბიტკოინი კვლავ გამყარდება, ერთ-ერთ მიზეზად შემიძლია მოვიყვანო, მსოფლიოს უმსხვილესი სავალუტო ოპერატორი CME Group-ი. კომპანია წლის ბოლომდე დაიწყებს ბიტკოინზე ვაჭრობას ფიუჩერსებით, აპირებს მოიზიდოს უმსხვილესი ინსტიტუციონალური ინვესტორები და არა მხოლოდ სპეკულატორები, რაც ბუნებრივია აქტივზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის. 

bpn

Amazon

კომპანია ამაზონს ისევ სიახლეები აქვს. საცალო გაყიდვების გიგანტი ცდილობს, რომ კიდევ გაფართოვდეს. რამოდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ Amazon-მა შეთანმხებას მიაღწია ავსტრალიის სახელმწიფოსთან მისი მაღაზიების გახსნასთან დაკავშირებით. ამაზონის ოფისების გახსნის სავარაუდო თარიღად 2018 წლის აპრილი დასახელდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება უფრო ხარისხიანი მომსახურებისთვის.

როგორც გასულ კვირას ვისაუბრე, ამაზონის აქციების გამყარებას კვლავ ველოდებით. ავსტრალიასთან მიღწეული შეთანხმება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კომპანიის აქციების გამყარებას წლის ბოლომდე. ამ დროისთვის ამაზონის აქციების ფასი 1124$-ს შეადგენს. 

bpn

GBP

ორშაბათს, 13 ნოემბერს ბრიტანულმა ფუნტმა დასუსტება დაიწყო აზიის სესიის გახსნისთანავე. დასუსტების ძირითადი მიზეზი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ, ტერეზა მეის მიმართ გამოთქმული უკმაყოფილება იყო Brexit-თან დაკავშირებით. პრემიერის კონსერვატიული პარტიის 40 წევრმა მას უნდობლობა გამოუცხადა, რაც მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს უფრო ამძაფრებს.

გასული კვირს გამყარების შემდეგ, როცა ბრიტანეთმა კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები გამოაცხადა, ორშაბათიდან ფუნტმა ისევ დასუსტება დაიწყო შექმნილი პოლიტიკური ქაოსის გამო. GBP/USD-ის წყვილი გაუფასურდა და 1.31052-მდე ჩამოვიდა. 

bpn

APEC

11 ნოემბერს, ვიეტნამის ქალაქ დანანგში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური სამიტი გაიმართა. სამიტის ფარგლებში ვიეტნამის პრეზიდენტმა, ჩან დაიმ, APEC-ის ქვეყნების მიზნებზე და მომდევნო წლის ეკონომიკურ გეგმებზე ისაუბრა. მოვაჭრეების უმეტესობის ყურადღება გადატანილი იყო ვლადიმერ პურტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე. ორ ქვეყანას შორის ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გასარკვევი, მაგრამ ლიდერები სირიის პრობლემების მოგვარებაზე და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე შეთანხმდნენ. 

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ასევე გააკეთა განცხადებები, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესაძლო მეგობრობაზე და აღნიშნა, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით.

ტრამპის ასეთი მიდგომა სტაბილურობას შექმნის ბაზარზე და ინვესტორები მხარდაჭერას გამოუცხადებენ ამერიკულ დოლარს, რაც მის გამყარებას გამოიწვევს. ვფიქრობ კვირის განმავლობაში დოლარი გამყარდება ძირითად ვალუტებთან მიმართებაში.

13-17 ნოემბრის მიმდინარე კვირას ფინანსურ ბაზარზე მნიშვენლოვანი იქნება აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ევროზონის და კანადის ეკონომიკური ინფორმაციები ინფლაციის და სამომხმარებლო ფასების შესახებ. კვირის მანძილზე ასევე მნიშვნელოვანი იქნება სხავადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველების პრესკონფერენციები.