ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამურ თორდინავამ თანამდებობა დატოვა.
როგორც თემურ თორდინავამ განაცხადა, პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე, 13 ნოემბერს დატოვა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ უხელმძღვანელებს მის ნაცვლად ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, თემურ თორდინავა ამბობს, რომ ამაზე ინფორმაციას არ ფლობს.
„საკუთარი სურვილის საფუძველზე დავწერე განცხადება, რომ დავტოვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა. სად გავაგრძელებ მუშაობას, ამას მოგვიანებით შეიტყობთ, რადგანაც მაქვს კონკრეტული გეგმები“, - განაცხადა თორდინავამ.
ამასთან, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, თბილისის მერიის ახალ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის თაობაზე საუბარი არ ჰქონია.