საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსმა“ ინტერნეტის თავისუფლების (Freedom on the Net 2017) 2017 წლის ინდექსი გამოაქვეყნა.
ინდექსში საქართველომ 24 ქულა მოიპოვა. ინდექსში 0 ქულით ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ფასდება, 100 ქულით კი ყველაზე არათავისუფალი.
მსოფლიოს 65 ქვეყნიდან ინტერნეტის მხრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის სულ 16 ქვეყანა დასახელდა.
ინდექსის ავტორები შეფასებისას სამ ძირითად კრიტერიუმს გამოყოფენ ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, კონტენტზე ცენზურა და მომხმარებელთა უფლებების დარღვევა.
აღნიშნულ კრიტერიუმებში საქართველო ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით 7 ქულით შეფასდა, კონტენტზე ცენზურით - 6, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის მხრივ - 11 ქულით.
აღსანიშნავია, რომ წინა წლის ინდექსთან შედარებით, საქართველომ პოზიცია ერთი ქულით გაიუმჯობესა.