ლარის კურსი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა ლარის მორიგ გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„დღეს გვაქვს შედეგი იმ უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური პოლიტიკის, რომელსაც „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებდა. ეს ყველაფერი არის მათი პასუხისმგებლობა და სამწუხაროდ, ამის ფასი თითოეულმა ჩვენგანმა და საქართველოს მოქალაქემ უნდა გადაიხადოს“, - აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.
კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გახდა.