განათლების მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ორი სამინისტროს შერწყმის შედეგად ადამიანური რესურსის შემცირება არ იგეგმება

განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, როგორ მოხდება განათლების სამინისტროსა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილის შერწყმა და ასევე როგორ გადაწყდება საკადრო საკითხები, ეს ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჩხენკელმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენი ადამიანის გათავისუფლება მოხდება, როდესაც განათლების სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი შეუერთდება.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ადამიანური რესურსის შემცირება, მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე შემცირება არ იგეგმება.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ადამიანი გადადის განათლების სამინისტროში აღნიშნული ცვლილების შედეგად, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საუბარია ერთ დეპარტამენტზე და ასევე არსებობს ორი სსიპ-ი, რომელიც სპორტის სამინისტროში იყო და ახლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადადის.

„როგორ მოხდება სრული შერწყმა, ასევე საკადრო საკითხების შესახებ ინფორმაციას მაქსიმალურად მალე მოგახსენებთ“, - განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

რაც შეეხება იმას, გეგმავს თუ არა მოადგილეების შეცვლას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, ამის შესახებაც საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს.

სრული შერწყმა და ინტეგრაცია როგორ მოხდება და ასევე საკადრო საკითხების შესახებ მაქსიმალურად მალე მოგახსენებთ, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენი ადამიანის გათავისუფლება მოხდება, როდესაც უწყებას სპორტის სამინისტროდან ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი შეუერთდება.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, აღნიშნული დეპარტამენტი გადმოდის სამინისტროში, თუმცა კონკრეტიკა ძალიან მალე გახდება ცნობილი, თუ როგორი იქნება ორგანიზაციული სტრუქტურა, როგორ შეერწყმება ეს მიმართულება განათლების სამინისტროს.

კითხვაზე იგეგმება თუ არა ადამიანური რესურის შემცირება, მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე შემცირება არ იგეგმება.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ადამიანი გადადის განათლების სამინისტროში აღნიშნული ცვლილების შედეგად, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საუბარია ერთ დეპარტამენტზე და ასევე ამ მიმართულებით არსებობს ორი სსიპ, რომელიც სამინისტროში იყო და ახლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადმოდის.

ამასთან, როგორც მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, ყველა ადამიანი, ვინც დასაქმებული იყო ამ მიმართულებით სამინისტროში, ახლაც დასაქმებულია.