მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 700 000 ტონით შემცირდა.
კერძოდ, 2017 წლის პირველ 9 თვეში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 30.3 მილიონი ტონა შეადგინა. წინა წლის ამავე პერიოდში ეს მონაცემი 31 მილიონი იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 8.8 მილიონი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 300 მილიონი მგზავრი გადაიყვანეს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს ციფრი - 291.2 მილიონი იყო.
2017 წლის საანგარიშო პერიოდში, წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 13 მილიონი ტონიდან 12.1 მილიონ ტონამდე შემცირდა.
ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 41,996 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წელს 283,319 კონტეინერი; 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 241,323 კონტეინერი გადამუშავდა.