სიცოცხლით სავსე უბნიდან, სიცოცხლით სავსე რაიონიდან იწყება სიცოცხლით სავსე ქალაქის ცხოვრება, - ამის შესახებ სამგორის გამგებლობის კანდიდატმა დავით კერესელიძემ ჟურნალისტებს წარდგენის შემდეგ განუცხადა.
"დიდი მადლობა მინდა გამოვუცხადოთ ბატონ კახას ამ დიდი ნდობისათვის. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო ამ გუნდის წევრი და შევასრულოთ დანაპირები. სიცოცხლით სავსე უბნიდან, სიცოცხლით სავსე რაიონიდან იწყება სიცოცხლით სავსე ქალაქის ცხოვრება.
ჩემთვის სამგორი არის მშობლიური რაიონი და მინდა შევიტანო წვლილი მისი შემდგომი განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისათვის.
სამგორის რაიონს ადრე ერქვა საქარხნო რაიონი, იქ უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი, არის სოციალური პრობლემატიკა და ავარიული ბინები. ავარიული ბინების ყველაზე დიდი რაოდენობა სამგორშია, ჩვენ ეს აღვრიცხეთ. ამას სახელმწიფო თავისი ძალით ვერ მოერევა და პირობას ვდებთ, რომ ამ პრობლემატიკის მოგვარებას კერძო საინვესტიციო პროექტებით, სახელმწიფოს მაქსიმალური ხელშეწყობით შევძლებთ“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.