ამერიკაში მუშაობასა და მოგზაურობაზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ოცნებობს. ამ სურვილის ასრულება ქართველი სტუდენტებისთვის Staracademy-ს დახმარებით უკვე შესაძლებელია.
სტარტაპი მიმდინარე წლის აპრილში დაარსდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში, გაცვლით პროგრამებს ახორციელებს. სულ ცოტა ხნის წინ Staracademy „თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერში“ ჩაერთო და განვითარების შემდეგი ეტაპისთვის სტარტაპ სესხით სარგებლობასაც აპირებს. კომპანიის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ staracademy-ს პროექტების მენეჯერს, ლალი ჯოხაძეს ესაუბრა.
Staracademy ამ ეტაპზე ორ პროგრამას ახორციელებს. Work and Travel - წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სტუდენტურ პროგრამას, რომელც საზაფხულო არდადეგების პერიოდში, ქართველ სტუდენტებს აშშ-ში ცხოვრებისა და დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა ხორციელდება CIEE (Council on International Educational Exchange) მხარდაჭერით, რომელსაც ამერიკაში სახლმწიფო დეპარტამენტის მიერ მინიჭებული აქვს უფლებამოსილება განახორციელოს პროგრამების ადმინისტრირება.
რაც შეეხება TESOL -ს - Teacher(s) of English to Speakers of Other Languages (სხვა ენაზე მოსაუბრეთათვის ინგლისურის მასწავლებელი) — ეს ინგლისური ენის სწავლების უნიკალური მეთოდი და სერთიფიკატია, რომელიც იძლევა ინგლისური ენის სწავლების უფლებას ისეთ ქვეყნებში, სადაც ინგლისური არ არის ოფიციალური ენა. ამ ეტაპზე ეს ქვეყნებია, ჩინეთი და ტაილანდი, თუმცა ვმუშაობთ სხვა ალტერნატივებზეც.
რას სთავაზობს staracademy მომხმარებლებს?
ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ გარანტირებულ სამსახურს და მაღალ ანაზღაურებას. ამერიკაში Work and Travel-ში ჩართულ სტუდენტებს შეუძლიათ სხვადასხვა მომსახურების სფერში დასაქმება.
TESOL-ის პროგრამის მონაწილეებს, staracademy სთავაზობს კარიერულ განვითარებას, ცოდნის გაღრმავების, სამსახურის მოძიებას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მონაწილეს ახალგაზრდებთან ჰქონდეს მუდმივი ინტერაქცია და რასაკვირველია, მიიღოს მაღალი ანაზღაურება.
ვის შეუძლია ამ პროგრამებით სარგებლობა და რა არის საჭირო რეგისტრაციისთვის?
- Work and Travel-ით სარგებლობა შეუძლიათ უნივერსიტეტის I, II და III კურსის სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას, საშუალო სალაპარაკო
დონეზე.
TESOL-ის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კი არ არსებობს არანაირი შეზღუდვა, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მაღალ დონეზე ფლობს ინგლისურს და 18 წელს გადაცილებულია, აქვს შესაძლებლობა ამ პროგრამით ისარგებლოს და დასაქმდეს ჩინეთსა ან ტაილანდში.
რა თანხაა საჭირო staracademy-ს თითოეულ პროგრამაში მონაწილეობისთვის და რა პერიოდის განმავლობაში სთავაზობთ კანდიდატებს დასაქმებას?
„ტესოლის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის, სამსახურის მოძიებისთვის და სართაშორისო სერტიფიკატის მიღებისთვის ჯამური გადასახადი არის 1850 ლარი, ხოლო მოსაკრებელი აშშ-ს შემთხვევაში არის 2700 ლარი.
ასევე, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სამსახურის მოძებნის გარანტიას ჩვენ ვაძლევთ სტუდენტს და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე სამსახურის გარეშე დარჩენილიყო. work and Travel მოიცავს 4 თვიან საზაფხულო პროგრამას, აქედან მონაწილე მუშაობს 3 თვე. მე-4-ე
თვეს კი შეუძლია იმოგზაუროს. აღსანიშნავია, რომ
პროგრამის მონაწილე ყოველთვიურად გამოიმუშავებს 1500-დან-5000 დოლარამდე.
TESOL-ის პროგრამა კი მოიცავს 3 თვიდან 1 წლამდე ხანგრძლივობის სამუშაოს, სადაც პროგრამის მონაწილე იმაღლებს პროფესიულ უნარ-ჩვევებს, ხელფასი ამ პროგრამაში, ყოველთვიურად
1500დან - 5000-მდე ამერიკულ დოლარამდე მერყეობს.
კონკრეტულად თქვენი ჩართულობა რაში მდგომარეობს, სტუდენტებს რაში ეხმარება staracademy?
“სთარაკადემი” უზრუნველყოფს ამერიკაში, ჩინეთსა და ტაილანდში სამუშაოდ წასვლის ყოველი ეტაპის სრულყოფილებას.
ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს, მოვიძიოთ მათთვის შესაბამისი სამსახური, ვეხმარებით ვიზისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის მომზადებაში და ზოგადად სავიზო პროცესების წარმატებით მოგვარებაში, ასევე საერთაშორისო სერტიფიკატების აღებაში.
როგორია staracademy-ს სამომავლო გეგმები?
ჩვენი კომპანია თანამშრომლობს საერთაშორისო დონის ორგანიზაციებთან და სამომავლოდ იგეგმება მათთან ერთად, სხვა ახალი და საინტერესო პროგრამების განხორციელება, როგორიცაა მაგალითად, გაცვლითი პროგრამები საზღვარგარეთ სხვადასხვა უნივერსიტეტში, სტაჟირება უცხოეთში და ა.შ.
ქრისტინე გამთენაძე