საქართველოს ეროვნული ბანკი ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვის მონაცემებს აქვეყნებს.
სებ-ის ცნობით, 2017 წლის 2 ოქტომბერი -13 ნოემბრის პერიოდში სავაჭრო სისტემაში ყველაზე მსხვილი წილი შემდეგ ფინანსურ ინსტიტუტებზე მოდიოდა: „პროკრედიტ ბანკი" - 14.4%; საქართველოს ბანკი - 13.9%; „თიბისი ბანკი“ ("რესპუბლიკა ბანკი"-ს დამატებით) - 11.9%; „ტერა ბანკი" - 9.1%; შპს მისო "რიკო ექსპრესი" - 7.6%; „პაშა ბანკი საქართველო" - 7.3%; „ვითიბი ბანკი ჯორჯია" - 6.8%; „სილქ როუდ ბანკი" - 5.4%; „ლიბერთი ბანკი" - 4.4% და ათეულში ბოლო ადგილზეა - „ხალიკ ბანკი საქართველო" - 3.8%-ით.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბლუმბერგის სისტემას საქართველოში 24 ორგანიზაცია იყენებს, რომელთაგან უცხოური ვალუტით აქტიურად 20 ფინანსური ინსტიტუტი ვაჭრობს. ამ 20 ფინანსური ინსტიტუტიდან 16 კომერციული ბანკი, 4 კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა.