1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6955 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6955 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6830 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0125 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1920 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1437 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0483 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.