ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 14 ნოემბერს გაიხსნა და ერთი კვირა გაგრძელდება გამოფენა: „Hennessy X.O-ს ოდისეა აბრეშუმის გზაზე“. დამთვალიერებლები გაეცნობიან ჰენესის სახლის ისტორიის და აბრეშუმის გზის პროექტის ამსახველ ექსპოზიციებს.
აბრეშუმის გზა საუკუნეების მანძილზე ნივთების, ადათების და კონტაქტების გაცვლის ყველაზე ლაკონური საშუალება იყო, Hennessy-ს ოდისეასადმი მიძღვნილი პროექტი უკავშირდება აღმოჩენებით აღსავსე მარშრუტის იდეოლოგიას, რომელიც აზავებს სხვადასხვა კულტურებს და ტრადიციებს Hennessy-ს განვითარების ისტორიულ ჭრილში.
საკულტო კონიაკი Hennessy X.O 2017 წელს კონიაკიდან პეკინამდე ნამდვილ დღესასწაულს მართავს. Hennessy-ს სამშობლოში მიპატიჟებული 7 ხელოვანი კონიაკის წარმოების საიდუმლოებას პირადად გაეცნო, კულტურული თვითმყოფადობის კოდების გაცვლის შედეგად შეიქმნა ხელოვნების 7 ნიმუში, რომელიც Hennessy X.O-ს თავისებური ხედვა და ინტერპრეტაციაა.
აბრეშუმის გზის უნიკალური მარშრუტზე ჰენესის არტისტული და კულტურული თავგადასავლის შედეგების პრეზენტაცია 7 ქალაქში იმართება და 7 ქვეყნის 7 მხატვრის ნამუშევრებს აერთიანებს, რომლებიც Hennessy X.O-სთან დაკავშირებულ პირადი მოგზაურობის განცდებს ამ პროექტის საშუალებით გადმოსცემენ: ბურჩაკ ბინგოლი (სტამბოლი, თურქეთი), ვიქტორ სირნევი (ბიშკეკი, ყირგიზეთი), რაშად ალაკბაროვი (ბაქო, აზერბაიჯანი), როკო ირემაშვილი (თბილისი, საქართველო), ვიაჩესლავ უსეინოვი (ფერგანა, უზბეკეთი), აშკათ ახმედოვი (ასტანა, ყაზახეთი) და ინ შიუჟენი (პეკინი, ჩინეთი). X.O-ს უნიკალური ოდის ონიაკის, Hennessy X.O-ს „არომატების პალიტრის“ შვიდი ქვეთავიდან ერთ-ერთს ეძღვნება: მწველი ცეცხლი, შოკოლადის ხავერდოვნება, მზარდი მხურვალება, ხის ისტორია, პიკანტური ზღვარი, ტკბილი ნოტები, უსასრულო ექო. Hennessy ამ წამოწყებით მნახველს ერთდროულად გლობალურ და ავთენტიკურ სამოგზაურო გამოცდილებას სთავაზობს. აბრეშუმის გზის თავგადასავალი ერთდროულად ლოკალურიცაა და გლობალურიც („გლოკალური“) – ეს კონცეფცია თანამედროვე არტისტების წარმოსაჩენად შეიქმნა.
თბილისურ გამოფენაზე წარმოდგენილი როკო ირემაშვილის ნამუშევარიც – „წონასწორობა“ ქართველი მხატვრის პერსონალური ოდისეათია შთაგონებული; ინსტალაცია კონიაკში მოგზაურობის და Hennessy X.O-ს ერთ-ერთი სენსორული თავის – უსასრულო ექოს შთაგონების გაგრძელებაა.
ინსტალაციის ცენტრში ორი მამაკაცის გამოსახულებაა: საკულტო კონიაკის დამაარსებლების, ჰენესის და ფილუს დინასტიების სიმბოლო. წრე, რომელიც ამ ორ სილუეტს აერთიანებს თაობებში გამოცდილების და ცოდნის გადაცემის პირობითი ნიშანია.
ორი მამაკაცის სხეულის მდგომარეობა, რომლებიც ერთმანეთს აბალანსებენ, ქმნის ასო ‘’ X’’-ს, იდუმალების და გაუცემელი კითხვების სიმბოლიკას, ხოლო ასო ”O’’ მარადიული კავშირის გამოხატულებაა, ასოების ასეთი კომბინაცია კი X.O-ს მხატვრული გამოსახვაა. უკანა ფონზე მოცემულია საბავშვო თამაშის პროექცია, რომელიც ჯვრის რელიგიურ სიმბოლიკას მარადისობის წრიულ უწყვეტობასთან აკავშირებს. ინსტალაცია დასრულებულია კომპოზიციური მანათობლით, რომელიც მუხის კასრების წიბოებისგან შედგება, რომელშიც Hennessy X.O-ს სპირტები ვარგდებოდა.
საფრანგეთში, ქალაქ კონიაკში დაფუძნებული კომპანია Hennessy თავისი 250-წლიანი ისტორიის განმავლობაში ქმნიდა თავგადასავლებსა და აღმოჩენებზე დაფუძნებულ გამორჩეულ მემკვიდრეობას, რომელიც მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე ამკვიდრებდა უმთავრეს ფასეულობებს: ეპოქასთან შესაბამისობის განსაკუთრებულ უნარს, ინოვაციას, მუდმივ ძიებას და განვითარების ერთგულებას. ეს ღირებულებები, რომლებიც ყველაზე პრესტიჟული, საკულტო კონიაკის სახლის შექმნას დაედო საფუძვლად, დღესაც LVMH Group-ის საგანძური და სავიზიტო ბარათია.
(R)