ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6955 ლარი შეადგინა. მაშინ როცა 2016 წლის 15 ნოემბერს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 დოლარი 2.4890 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 3.1920 ლარია. გასული წლის 15 ნოემბერს კი 1 ევროს ღირებულება 2.6797 ლარი იყო.
ეროვნული ბანკის მიერ 15 ნოემბერს დადგენილი კურსი ძალაში 16 ნოემბრიდან შევა.