„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერთიფიკატი – ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო.
დაჯილდოვების ცერემონიალი 26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდ „ვენდის“ რესტორნში შედგა, სადაც ამავე რესტორნის გახსნის ორი წლის იუბილე და 1969 წლის 15 ნოემბერს ამერიკაში, ოჰაიოს შტატში „ვენდის“ მსოფლიოში პირველი რესტორნის დაარსების დღე აღნიშნეს.
საიუბილეო ღონისძიებაში „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი ჯონ პეინი, „ვენდის“ საერთაშორისო საოპერაციო დირექტორი გაბორ ჰავარი, საერთაშორისო განვითარების დირექტორი დარილ ბაერერი, საერთაშორისო ფინანსური დირექტორი ბრენდონ გუტრიე, საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერი სოფო ჩოგოვაძე და სხვა პირები მონაწილეობდნენ.
„ვენდის“ სათაო ოფისის წარმომადგენლები „ვენდის“ რესტორანში მისულ მომხმარებლებს თავად მოემსახურნენ და მათი შეკვეთები მიიღეს.
„ვენდის“ საერთაშორისო საოპერაციო დირექტორმა გაბორ ჰავარმა ქართულ „ვენდის“ ჯილდო მიულოცა და აღნიშნა, რომ Dave’s Way–ს ხარისხის სერთიფიკატით ის რესტორნები ჯილდოვდება, რომლებიც „ვენდის“ საერთაშორისო ქსელში საკვების უსაფრთხოებით, საუკეთესო ხარისხით, უმაღლესი ხარისხის მომსახურეობით და მეგობრული გარემოთი გამოირჩევა.
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის თქმით, პროდუქციის მაღალი ხარისხი და სურსათის უვნებლობა მათთვის მთავარია და მომხმარებლებს ყოველთვის საუკეთესოს შესთავაზებენ.
„ჩვენ გავაკეთეთ მთლიანად ჩვენი პროდუქციის ლოკალიზაცია. გვაქვს ქართული პროდუქტები. ვაკეთებთ და ყოველთვის გავაკეთებთ ფოკუსირებას პროდუქციის ხარისხზე. გვიხარია, რომ „ვენდიმ“ საქართველოში მიიღო ყველაზე მაღალი ჯილდო „ვენდის“ სისტემაში, რაც სწორედ პროდუქციის ხარისხთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
(R)