ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) ვარაუდობს, რომ უახლოეს თვეებში ნავთობზე გლობალური მოთხოვნის კლებაა მოსალოდნელი.
ასეთი ვარაუდის მიზეზი ის არის, რომ კლიმატის დათბობა, ენერგორესურსებზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს. სააგენტოს ვარაუდით, მომავალი წლის დასაწყისში შესაძლებელია ნავთობის ჭარბი მიწოდების პრობლემის წარმოქმნა.
პარიზში ბაზირებულმა IEA-მ, თავისი ყოველთვიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი იმის შესახებ, რომ მიმდინარე და მომავალ წლებში ნავთობზე საშუალო დღიური მოთხოვნა 100 000 ბარელით, შესაბამისად, 1.5 და 1.3 მილიონ ბარელამდე შემცირდება.
2015 წლის შემდეგ, ბარელი ნავთობის ფასმა პირველად მიაღწია 60-დოლარიან ნიშნულს. ამის მთავარი მიზეზი, ახლო აღმოსავლეთში მუდმივი დაძაბულობა, ასევე ერაყიდან, ლიბიიდან და ნიგერიიდან მიწოდების ხშირი შეფერხებებია. გარდა ამისა, მცირდება ნავთობის მარაგები, რაც ასევე ნავთობზე ფასის პროგნოზის ზრდას იწვევს.
IEA-ში თვლიან, რომ მიწოდების სტაბილურობის მიღწევის და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის მოხსნის შემთხვევაში, ნავთობის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული ბალანსი, მიწოდების სიჭარბის სასარგებლოდ დაირღვევა. ამ შემთხვევაში, ფასის შუალედი, რომელიც „ახალი ნორმის“ შესაბამისად, 50-60 დოლარს შორის იმყოფება, დაირღვევა.
IEA-ს ანგარიშში წერია, რომ ოქტომბერში შარშანდელთან შედარებით, OPEC-ის ქვეყნებში მოპოვება 830 000 ბარელით შემცირდა. მაგრამ მოსალოდნელია, რომ მეოთხე კვარტალში კარტელის ნავთობზე მოთხოვნა დღეში 32.6 მილიონ ბარელამდე, მომავალი წლის პირველ კვარტალში კი 32.0 მილიონ ბარელამდე შემცირდება.
მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში სექტემბერში ნავთობის მარაგები 40 მილიონი ბარელით არის შემცირებული და საერთო ჯამში, 3.0 მილიარდს ჩამოსცდა, რაც ბოლო ორ წელიწადში პირველად მოხდა. ნაწილობრივ, ეს კლება ქარიშხალ ჰარვის შედეგად მოხდა, რომლის გამოც, აშშ-ის ნავთობგადამუშავების ინდუსტრია ნაწილობრივ შეფერხებით მუშაობდა.
ყველაფერთან ერთად, ნავთობის გლობალურ ბაზარზე მიღწეული ბალანსის დარღვევის გამოწვევა, ასევე OPEC-ის არაწევრი ქვეყნების მიერ მოპოვების და მიწოდების ზრდასაც შეუძლია.