„ბლუმბერგის" ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი ამ დროისთვის 2.7225 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის 1 აშშ დოლარი 2. 7225 ლარად ივაჭრება.

„ბლუმბერგის“ სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა დღეს, 1 აშშ დოლარი 2. 7050 ლარით დაიწყო, თბილისის დროით 13.50 საათზე კი 1 აშშ დოლარი 2. 7225 ლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ „ბლუმბერგზე“ ვაჭრობის შედეგები სწრაფად იცვლება.

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6955 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.1920 ლარია.