მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე მიწის აზომვითი ნახაზის მომზადებისთვის 13 166 965 ლარი დაიხარჯა.
ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 1 აგვისტოდან მოყოლებული ჯამში 166 440-ზე მეტი მიწის ნაკვეთის აზომვის საფასური ანაზღაურდა და დარეგისტრირდა - 303 147 ჰექტარზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი.
ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე 1,5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში 80 ლარს, ხოლო 1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს შეადგენს.
მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურის ანაზღაურების პროგრამა 2017 წლის ბოლომდე გრძელდება.