ვაკესა და ვერაზე უძრავი ქონება გაძვირდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ, მიმდინარე წლის მარტში, უძრავი ქონების ბაზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის მიზანი უძრავ ქონებაზე არსებული ფასების დადგენა იყო.

კვლევის შედეგების თანახმად, საცხოვრებელი ფართის საშუალო ღირებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ერთი კვადრატულ მეტრზე ვერაზე აღინიშნა -1385 აშშ დოლარი. თებერვალში ანალოგიური ფართის ფასი 1303 აშშ დოლარი იყო, იანვარში -1940 აშშ დოლარი, დეკემბერში -1303 აშშ დოლარი, ნოემბერში -1065 აშშ დოლარი, ოქტომბერში-1211 აშშ დოლარი. ფასის მიხედვით ვერას ვაკე მოჰყვება, სადაც ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ფასმა მარტის თვეში 1365 აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ თებერვალში აღნიშნული უძრავი ქონების ფასი 1291 აშშ დოლარი იყო, იანვარში - 1279 აშშ დოლარი, დეკემბერში - 1291 აშშ დოლარი, ნოემბერში - 966 აშშ დოლარი, ხოლო ოქტომბერში 979 აშშ დოლარი. ფასის სიდიდის მიხედვით მესამე ადგილზეა მთაწმინდა - 1299 აშშ დოლარი. (თებერვალში ეს მაჩვენებელი 1260 აშშ დოლარი იყო, იანვარში- 1430 აშშ დოლარი, დეკემბერში - 1260 აშშ დოლარი, ნოემბერში -831 აშშ დოლარი, ოქტომბერში -976 აშშ დოლარი).

მიმდინარე წლის მარტში, ავლაბარში საცხოვრებელი ფართის ფასი 1 კვ.მეტრზე საშუალოდ 799 აშშ დოლარი იყო (თებერვალში - 815 აშშ დოლარი, იანვარში - 973 აშშ დოლარი, დეკემბერში - 815 აშშ დოლარი, ნოემბერში - 952 აშშ დოლარი, ოქტომბერში - 1002 აშშ დოლარი). მეხუთე პოზიციას იკავებს საბურთალო - 708 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრზე (თებერვალში - 803 აშშ დოლარი, იანვარში - 843 აშშ დოლარი, დეკემბერში - 803 აშშ დოლარი, ნოემბერში - 739 აშშ დოლარი, ოქტომბერში - 962 აშშ დოლარი).

კვლევის ფარგლებში შერჩეული უბნებიდან, ერთ კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართზე ყველაზე დაბალი საშუალო ფასი ლილოში აღინიშნა - 489 აშშ დოლარი (თებერვალში დაფიქსირდა 520 აშშ დოლარი, იანვარში 499 აშშ დოლარი, დეკემბერში დაფიქსირდა 499 აშშ დოლარი, ნოემბერში 402 აშშ დოლარი, ოქტომბერში 402.2 აშშ დოლარი). კვლევის თანახმად, მარტში თებერვალთან შედარებით თბილისში საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის საშუალო ფასი გაზრდილია ვაკეში, ვერაზე და შემცირებულია ავლაბარში, მთაწმინდაზე, საბურთალოსა და ლილოში.