ლარმა გაუფასურების შარშანდელ ტემპებს გაუსწრო

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ლარის კურსი დოლარათან მიმართებაში კიდევ დაახლოებით 1 თეთრით გაუფასურდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,70-იან ნიშნულს გასცდა.

დღეს „ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა 2,7250-იანი ნიშნულით დაიწყო.

საინტერესოა, რომ ლარმა დოლართან მიმართებაში მკვეთრი გაუფასურება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიწყო და მხოლოდ 24 ოქტომბრიდან დღემდე მისი ღირებულება დაახლოებით 22 თეთრით დაეცა. ცნობისთვის, გასული წლის 17 ნოემბერს 1 დოლარის ღირებულება ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად 2,4926 ლარი იყო. გასულ წელს, მიმდინარესგან განსხვავებით, ლარმა გაუფასურება დეკემბერში დაიწყო და პიკს 21 დეკემბერს მიაღწია, როცა ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 2,78-იან ნიშნულს გადააბიჯა. იმ დროს ეს ნიშნული ლარის ისტორიაში გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელი იყო.