ლორან სინიორე: „თუ გსურთ ევროკავშირის ნაწილი იყოთ, საჭიროა დაცული გქონდეთ ინტელექტუალური საკუთრება“

როგორ ზრუნავენ გლობალური საწარმოები და კომპანიები კიბერთავდასხმების თავიდან აცილებაზე

„ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოების განვითარების პროცესში დიდ როლს თამაშობს. ის ქმნის მრავალ შესაძლებლობას ვიყოთ უფრო დაცულნი, მაგრამ მეორეს მხრივ, ის საფრთხესაც წარმოადგენს, რადგან დამნაშავეებიც იყენებენ მას. ყოველთვის მოქმედებს პოლიციელის და დამნაშავის დევნის პრინციპი, სადაც დამნაშავე სხვადასხვა ახალი მეთოდით ცდილობს თავის დაღწევას და პოლიციას უწევს ამ მეთოდების დაძლევა. შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტი არის როგორც შესაძლებლობა, ასევე საფრთხე,“ - განმარტავს „მაიქროსოფთის“ „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პროგრამული უზრუნველყოფის აქტივების მართვისა და შესაბამისობის“ დირექტორი ლორან სინიორე, რომელიც ახლახანს სპეციალური ვიზით იმყოფებოდა საქართველოში.

მაიქროსოფთის ხელმძღვანელი ასევე გვესაუბრება მსოფლიოში ცნობილ კიბერთავდასხმებზე, რამდენად წარმოადგენს საფრთხეს ინტელექტუალური საკუთრების დაუცველობა საქართველოსნაირი პატარა ქვეყნებითვის, მსოფლიო გამოცდილებაზე ამ მიმართულებით, მაიქროსოფთისა და საქართველოს მთავრობასთან ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობაზე და სხვა მნშვნელოვან საკითხებზე.

- რა გამოცდილება მიიღო მსოფლიომ ცნობილ კიბერთავდასხმისგან სახელწოდებით WannaCry? იზრუნეს თუ არა გლობალურმა საწარმოებმა და კომპანიებმა კიბერუსაფრთხოების განვითარებაზე კრიზისის შემდეგ?

- სასაცილო ის არის WannaCry- ის შესახებ, რომ ის Windows-ის ხარვეზს იყენებდა, რომელიც ჩვენ თავდასხმამდე ორი კვირით ადრე გამოვასწორეთ. როდესაც ვხედავთ, რომ არსებობს პოტენციური პრობლემა, ვაქვეყნებთ კოდის ნაწილს უფასოდ , რომელიც ყველას შეუძლია გადმოტვირთოს; მას ეწოდება პატჩი. ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც ირჩევს პატჩების და განახლებების ავტომატურ მიღებას, სანერვიულო არაფერი აქვს. ისინი უსაფრთხოდ არიან. ეს მხოლოდ ლიცენზირებული პროდუქტებისთვისაა, რადგან თუ Microsoft-ის ოფიციალური მომხმარებელი არ ხართ, ჩვენ არ გიცნობთ და ვერ დაგიცავთ, რადგან Microsoft- თან რაიმე სახის შეთანხმება არ გაქვთ.

ზოგიერთი ორგანიზაცია ამბობს - მე ვაპირებ განახლებების არა ყველა განახლების ჩამოტვირთვას, არამედ შერჩევითად. ეს განახლებები მიდის ადმინისტრატორთან და იგი ირჩევს, რომელი დაყენდეს მისი ორგანიზაციის კომპიუტერებზე. ასე რომ, ზოგიერთმა ორგანიზაციამ არ დააყენა ყველა პატჩი და ამიტომ დაზარალდნენ. კვლევების მიხედვით, ქვეყნები, რომლებიც იყენებენ ლიცენზირებულ პროდუქტებს, უფრო დაცულები იყვნენ. იყო დაცული ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს შანსი, რომ თქვენი პირადი ან საქმიანი მონაცემები საფრთხის ქვეშ დადგეს და ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ლიცენზირებული პროდუქტები. ასევე ძველი ოპერაციული სისტემის გამოყენებით, თქვენ უადვილებთ საქმეს კიბერთავდამსხმელებს. თუ იყენებთ უახლეს ოპერაციულ სისტემებსა და განახლებებს, უფრო დაცული ხართ. სწორედ ეს არის ღრუბლოვანი (Cloud) ტექნოლოგიების უპირატესობა - იხდით მომხმარებლის რაოდენობის მიხედვით და ავტომატურად იღებთ ახალ ვერსიას და განახლებას დამატებითი საფასურის გარეშე. ყველაფერს ლიცენზირებულს.

- ამ კრიზის საშიშროების მსხვერპლი თუ შეიძლებოდა გამხდარიყო საქართველოსნაირი პატარა ქვეყნები?

- რა თქმა უნდა, დამნაშავეები ამას ფულისთვის აკეთებენ. საქართველოში დიდი ბანკებია, მსხვილი კაპიტალი, ასევე ფუნქციონირებს დიდი საწარმოები, ასე რომ, თქვენ ყველაფერი გაქვთ, რაც ისინი შეიძლება დაინტერესდნენ. გლობალური ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის ფონზე, ჰაკერებისათვის საქმე კიდევ უფრო გამარტივდა, ამიტომ ყველა, და მათ შორის ქვეყნებმა, სიფრთხილე უნდა გამოიჩნოს. ყველა ქვეყანა, რომელიც ჩართულია პროცესების გაციფრულების პროცესებში, პოტენციური მსხვერპლია. ჰაკერები ყოველთვის ეძებენ შეღწევის მარტივ გზებს. ამიტომ ვურჩევდი კომპანიებს დანერგონ პროგრამული უზრუნველყოფის აქტივების მართვის პროცესი, რაც მათ მისცემს საშუალებას იყვნენ უფრო მეტად დაცული და შეაფასონ მათი IT ინფრასტრუქტურის ძლიერი და სუსტი მხარეები.

- რას ურჩევდით სმარტფონების, ლეპტოპებისა და სხვა მოწყობილობების მომხმარებლებს?

- გააკეთეთ ელემენტრული: ვგულისხმობ, რომ უნდა შეხედოთ რას იწერთ ინტერნეტიდან. დღესდღეისობით, ვირუსების შეტევის 90% მოდის ელექტრონულ ფოსტაზე, როდესაც იღებთ ახალ წერილს და აჭერთ უცნობ ბმულს. როდესაც წერილის გამომგზავნის ვინაობა უცნობია, ჯობია ასეთი წერილის გახსნისგან თავი შეიკავოთ ან ეს წერილი საერთოდ წაშალოთ.

ფრთხილად იყავით აპლიკაციების ჩამოტვირთვისას. თუ არ გჭირდებათ აპლიკაცია და არ იყენებთ მას, უბრალოდ წაშალეთ. ფრთხილად იყავით უპაროლო Wi-Fi-ს გამოყენებისას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ძალიან მნიშვნელოვან რჩევას წარმოადგენს ის, რომ გამოვიყენოთ მხოლოდ ლიცენზირებული პროდუქტები.

- თანამშრომლობს თუ არა მაიქროსოფთი საქართველოს მთავრობასთან ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით?

- დიახ, ვთანამშრომლობთ. ჩვენ გვაქვს ძლიერი კავშირი „საქპატენტთან“, რაც მოიცავს რეგულარულ შეხვედრებს და იდეების გაზიარებას ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის მიმართულებით. თუ გსურთ ევროკავშირის ნაწილი იყოთ, საჭიროა დაცული გქონდეთ ინტელექტუალური საკუთრება. ასე რომ, ეს ურთიერთთანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

- რომელი ქვეყნისგან შეიძლება საქართველომ აიღოს მაგალითი?

- ვფიქრობ, რომ თქვენ სწორ გზას ადგახართ, როდესაც ახდენთ ევროკავშირის სტანდარტების მიღებას. პორტუგალია და ბელგია ისეთი ქვეყნებია, რომლებიც კარგი მაგალითი იქნებოდა თქვენი ქვეყნისთვის ამ მიმართულებით. ვფიქრობ, უნდა გქონდეთ დიალოგი სხვადასხვა ქვეყანასთან, რადგან ყოველთვის კარგია, როდესაც ქვეყნები ერთმანეთთან საუბრობენ და თანამშრომლობენ.

(R)