რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მაღაზია H&M-ის გახსნას ეხმაურება.
„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ზვიად გამსახურდია: მამულიშვილნო, დამოუკიდებელ საქართველოს ეწვია დასავლური კაპიტალის პირველი მერცხალი. ესაა მსოფლიოში სახელგანსმენილი შვედეთური მაღაზია ჰაშ უნდ ემ, ანუ ჰაე და მანი, ხოლო სუკის აგენტების დაფუძნებული გუმის, ცუმის და ვნშეტორგსინის ანტიქართული ფილიალების პარპაში სამუდამოდ დასრულდა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ! ჩვენთან არს ღმერთი!
თენგიზ კიტოვანი: ისა და... მაგენი მთლიანად... მუსირებენ ზაგრანიც... არა, უცხოეთში... ხოდა... ისა... კაროჩე მაღაზიაა, იმის დედა მოვტყან!
ჯაბა იოსელიანი: შვედური მაღაზიის გახსნა ლობიოობა არ არის! მართალია, ჩვენ იმ ფაშისტური რეჟიმისგან განსხვავებით ჰუმანისტები ვართ და ოპოზიციას არ ვებრძვით, მაგრამ თუ ვინმე დააპირებს მოვიდეს, პროვოკაციები მოაწყოს და ხელი შეგვიშალოს, ადგილზევე იქნება ლიკვიდირებული!
ედუარდ შევარდნაძე: კარგია ეიჩ ენდ ემი... სი ენდ ეის ჰგავს... ზარასაც არა უშავს ისე...
მიხეილ სააკაშვილი: პირველად საქართველოში უკვე მერამდენედ იხსნება მაღაზიების ქსელი მსოფლიოს წამყვანი ბრენდებიდან. რომ ყიყინებდნენ და ჭყიპინებდნენ ზოგიერთები, არაფერი არ გამოგივათო, ვერაფერს ვერ შეძლებთო... აი, თუ ვერ შევძლებთ! ეს არის არა ჩემი, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვება. ოპოზიცია კი კიდევ ერთხელ დარჩა გაფარჩაკებული!
ბიძინა ივანიშვილი: თავიდან ვეუბნებოდი ყველას მთავრობაში, რად გვინდა ეს ეიჩენემი, კარფური ხომ გვაქვს თქო, მაგრამ არ დამიჯერეს და იმდენი უძახეს, ხსნი ხსნიო, მართლა გაიხსნა!
ირაკლი ღარიბაშვილი: ეიჩენდემის გახსნა არის მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარება. ჩვენი მთავრობის მუხლჩაუხრელმა შრომამ მოიტანა ეს აღიარება, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის მთავრობისგან, რომელმაც მოიტანა ქართველი კაცის გაუპატიურება! სწორედ ამიტომ, გახსნის ღონისძიებაზე უნდა წავიდეს მთავრობის მეთაური და არა პრეზიდენტი, რომელსაც სულ სხვა ფუნქციები აქვს.
P. S. ახლა ვინ რა თქვა არ ვიცი, ვიპებში ვერ მოვხვდი და არ ვყოფილვარ." - წერს ზურაბიშვილი.