თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური პროექტების განსახორციელებლად იქნება მიმართული"

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი მიმართული იქნება სოციალური პროექტების განსახორციელებლად, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე თბილისის ვიცე- მერობის კანდიდატმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალური პროგრამების განსახორციელებლად ბიუჯეტის პროექტით დაახლოებით 305 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.

„იცით, რომ მომავალი კვირიდან შევუდგებით ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას. ჩვენი მონაცემებით, დაახლოებით 305 მილიონი ლარის მოცულობის იქნება სოციალური პროგრამების განსახორციელებელი ბიუჯეტი. რაც შეეხება ამ პროექტების უკეთესად განხორციელებას, ვაპირებთ პროცესების გამჭვირვალობას, სერვისების ელექტრონულად განხორციელებას, რითაც საზოგადოების მეტი ნაწილი დაინახავს ჩვენს თითოეულ მოქმედებას და კითხვები ამ მიმართულებით მოიხსნება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ლიკა ამირაშვილი