საჩუქარი - ეს არის ნივთი, რომელიც ადამიანებს განსაკუთრებულად გვამახსოვრებს და მათ მიმართ დადებით ემოციებს აღგვიძრავს.
უნდა ითქვას, რომ ის თანაბრად ახარებს როგორც მის ადრესატს, ისე თავად ავტორს. სწორედ ამიტომ ყველა ცდილობს, მისი საჩუქარი განსაკუთრებული და გამორჩეული იყოს, თუმცა კარგი საჩუქრის შერჩევის პროცესი არაერთი სირთულით არის სავსე. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა პრემიუმ კლასის ბრენდულ სასაჩუქრე ნივთებზე. გაზრდილ მოთხოვნას ბაზარიც საკმაოდ აქტიურად პასუხობს და უკვე არაერთი პრემიუმ ბრენდის პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა აქვს ქართველ მომხმარებელს. განსაკუთრებული სიახლე კი მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ”მოლესკინის” გამოჩენაა, რომელსაც მაღაზიათა ქსელი ”ბიბლუსი” Luxury Gifts-ის სერიის ფარგლებში ექსკლუზიურად სთავაზობს მომხმარებელს.
”მოლესკინი” იტალიური ბრენდია, რომელიც 1997 წელს მარია სებრეგონდმა მილანში შექმნა. მის პროდუქციებს შორის დიდი ადგილი უკავია პრემიუმ კლასის დღიურებს, ორგანაიზერებს, ბლოკნოტებს და უმაღლესი ხარისხის კალმებს.
”მოლესკინის” ორგანაიზერები და ბლოკნოტები განსაკუთრებული დახვეწილობით გამოირჩევა. მაღალი ხარისხის ტყავის ყდები და მომრგვალებული კუთხეები ნივთებს ორგინალურობასა და პრაქტიკულობას სძენს. განსაკუთრებული შტრიხი კი მათი შესაკრავია, რომლითაც მარტივად ამოიცნობთ „მოლესკინის“ პროდუქციას.
ბრენდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ამიერიდან კი მათი შეძენა საქართველოშიც შესაძლებელია. ”ბიბლუსისთვის” ”მოლესკინი” პირველი პრემიუმ კლასის ბრენდი არაა. მაღაზიათა ქსელი მომხმარებელს უკვე სთავაზობს ”ჰიუგო ბოსის“, ”პიერ კარდენისა” და „პარკერის“ უმაღლესი ხარისხის სასაჩუქრე ნივთებს. აქ წარმოდგენილია აღნიშნული პრემიუმ კლასის ბრენდების კალმები, ორგანაიზერები, ბლოკნოტები და სასაჩუქრე ნაკრებები - ყველაფერი, რაც წარმატებულ ადამიანს სჭირდება და რაც ნამდვილად ამარტივებს დახვეწილი საჩუქრის შერჩევის პროცესს.
”ბიბლუსის” მიერ წარმოდგენილმა საკმაოდ ფართო არჩევანმა გემოვნებიანი, დახვეწილი საჩუქრის შერჩევის პროცესი გაამარტივა. ამ ეტაპზე პრემიუმ კლასის სერიის ფარგლებში „ბიბლუსი“ უკვე 4 ბრენდის სასაჩუქრე ნივთებს სთავაზობს მომხმარებელს, მაგრამ ახლო მომავალში იგეგმება ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოება და წარმოდგენილი ბრენდების სიაც გაიზრდება. აღნიშნული პროდუქცია წარმოდგენილია „ბიბლუსი გალერეებში“.