მარტში 4 715 ახალი საწარმო დარეგისტრირდა

საქართველოში დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა ერთი წლის განმავლობაში თითქმის 20%-ით გაიზარდა.

"საქსტატის" ცნობით, აღნიშნული კომპანიების ბრუნვამ 2014 მარტში 4,12 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ამავე პერიოდში ქვეყანაში 4 715 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 12,7%-ით მეტია 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.