თბილისში H&M-ის მაღაზიასთან ხალხი დილის 07:00 საათიდან დგას რიგში

საქართველოში H&M-ის პირველი მაღაზია სულ რამდენიმე საათში გაიხსნება.

დილიდან ხალხმრავლობაა რუსთაველის გამზირზე, სადაც შვედური ბრენდის მაღაზია იხსნება. რიგში ასობით ადამიანი დგას, რომელთა ნაწილი ამბობს, რომ რიგში დილის შვიდი საათიდან დგას.

18 ნოემბერს, მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად, ყველა სტუმარს შეეძლება, რომ ისარგებლოს 20%-იანი ფასდაკლებით სრულ კოლექციაზე. ისინი კი, ვინც რიგის პირველ, მეორე და მესამე ადგილს დაიკავებენ, 200, 100 და 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათებს მიიღებენ. მომდევნო 1000 სტუმარს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.

"გალერია თბილისში" ბრენდის მაღაზია სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.

მეგი ნარსავიძე

წყარო: AMBEBI.GE