ძვირფასი სახლების, მანქანებისა და სამკაულის გარდა, ადამიანები ფულს არ ზოგავენ გემრიელ, განსხვავებულ და ხარისხიან საჭმელში.
საიტმა Worldstopmost.com-მა მიმდინარე წლის 10 ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტი დაასახელა მსოფლიოში.
სოკო, სახელად მაცუტაკე - 1000 დოლარი
იშვიათი ჯიშის სოკო მაცუტაკე იაპონიაში მოდის. მაცუტაკე დელიკატესად ითვლება ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში, სადაც მას ზოგჯერ იაპონურ ტრუფელს უწოდებენ. მაცუტაკე გრილზე მზადდება და ბრინჯთან ერთად მიირთმევენ. სოკოს ერთი პარტია 1000 დოლარი ღირს.
სასტუმრო Westin-ის ბაგელი - 1000 დოლარი
ძვირად ღირებული ბაგელი ნიუ იორკში მდებარე ამავე სასტუმროს მთავარმა მზარეულმა ფრანკ ტუჟაგუმ შექმნა. ბაგელი განსხვავებული შიგთავისით, რომელშიც მოთავსებულია ტრუფელი, ნაღების ყველი, მოცხარის ჟელე, ხოლო ზემოდან ოქროს თხელი ფანტელი აყრია. ბაგელს სასტუმროს ნომერში მოგართმევენ, თუ მის სანაცვლოდ 1000 დოლარს გადაიხდით.ომლეტი The Zillion Dollar Lobster Frittata – 1000 დოლარი
ამ ომლეტის დაგემოვნება ნიუ იორკის რესტორან Normans-შია შესაძლებელი. ფრიტატა ლობსტერისგან და შავი ხიზილალისგან არის დამზადებული. ომლეტი სულ 12-ჯერ აქვთ შეკვეთილი.
სტეიკი რიბაი - 2 800 დოლარი
ამ სტეიკისთვის, რომელიც საქონლის ხორცისგან იაპონური ვაგიუს ტექნოლოგიით მზადდება, ხარებს სპეციალურად ნარჩევი ბალახით კვებავენ და ლუდს ასმევენ. ცხოველებს ასევე რეგულარულად უკეთებენ მასაჟს, რათა ხორცმა სირბილე შეინარჩუნოს. სტეიკის დაგემოვნება 2 800 დოლარი დაგიჯდებათ.
მწყერის კვერცხი ტრუფელით და სვიის ხიზილალით - 3 200 დოლარი
ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კერძი ცნობილი ფილმის „მილიონერი ღარიბთა უბნიდან“ პრეზენტაციის სტუმრებმა დააგემოვნეს. კერძი მწყერის კვერცხისგან, სვიის ხიზილალისგან, შოტლანდიური ლობსტერისგან და თეთრი ტრუფელისგან შედგება, ზემოდან კი ოქროს ფანტელები აქვს მოყრილი.
Pizza Royale 007 – 4 200 დოლარი
პიცა ცნობილ მზარეულს დომენიკო კროლას ეკუთვნის, რომელმაც სახელი გაითქვა პიცებზე პორტრეტების გამოსახვით. პიცის დამზადებისას გამოყენებულია ძვირადღირებულ ფრანგულ ბრენდსა და კონიაკში დამარინებული ლობსტერი.
შავი საზამთრო დენსუკე - 6 100 დოლარი
დენსუკე მხოლოდ იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე მოდის. გემოთი ის ოდნავ ტკბილია ტრადიციულ საზამთროზე. ერთ-ერთმა მყიდველმა შავი საზამთროს სანაცვლოდ 6 100 დოლარი გადაიხადა.
სამეფო ნესვი იუბარი - 12 000 დოლარი
შავი საზამთროს მსგავსად, იუბარიც ძვირად ღირებულ პროდუქტებს განეკუთვნება. ნესვის იშვიათი ჯიშიდან გამომდინარე, იუბარი ხშირად იყიდება აუქციონზე. იუბარის ნესვი იაპონიაში მოდის, ადგილობრივ მდიდარ ადამიანებს შორის პრესტიჟულად ითვლება იუბარის ჩუქება. ერთ-ერთ აუქციონზე იუბარი 22 872 დოლარად გაიყიდა.
ზუთხის ხიზილალა „ალმასი“ 25 000 დოლარი
ხიზილალას ირანში ამზადებენ. „ალმასის“ დასამზადებლად ალბინოსი ზუთხის კვერცხს იყენებენ. 25 000 დოლარად ღირებული ხიზილალა ერთდერთხელ გაიყიდა, ლონდონში ხიზილალის სახლის აუთლეთში.
იტალიური თეთრი ტრუფელი - 160 406 დოლარი
თეთრი ტრიუფელი იტალიის ქალაქ ალბაში მოდის და სწორედ ალბას ტრუფელის სახელით არის ცნობილი. ის სპეციალურად მდიდრებისთვის მოყავთ, რადგან მისი მოყვანა საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა. მსოფლიოში ყველაზე დიდი თეთრი ტრუფელი 160 406 დოლარად გაიყიდა.