კრაკოვში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე - ENOEXPO -ზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 170-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ქართულმა მწარმოებლებმაც.
ENOEXPO-ს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია მასალები, რომლებიც ღვინის ინდუსტრიაში პრომოუშენის, მარკეტინგული ხერხებისა და ზოგადად შეფუთვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
დიზაინერული გაფორმებისა და მარკეტინგში ახალი მიდგომების ეტალონად წარმოდგენილ ნიმუშებს შორის ქართული კომპანია "შატო ნეკრესის" პროდუქცია პირველ ადგილზეა წარმოდგენილი. ეტიკეტი, რომლითაც ევროპელი მომხმარებელი მოიხიბლა საქართველოში, კომპანია „კოლორპაკშია“ დაბეჭდილი.
პუბლიკაციის მთავარ ფოტოდ ავტორს „შატო ნეკრესის“ ოთხი ბოთლი აქვს გამოფენილი და სხვადასხვა ქვეყნის პროდუქტთან ერთად მათ ხელოვნების ნიმუშს უწოდებს:
„რა თქმა უნდა, ღვინის ხარისხზე მისი შეფუთვის მიხედვით მსჯელობა არ არის ბოლომდე გამართლებული, თუმცა ENOEXPO-ზე წარმოდგენილი პროდუქტებიდან ზოგიერთი მართლაც ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. ეს კი ღვინის გაყიდვებზე ძალიან კარგ გავლენას ახდენს“, - წერს პოლონელი ჟურნალისტი.
ორგამად გასახარი ფაქტია, რომ ევროპულ დონეზე ხელოვნების ნიმუშად აღიარებული ეტიკეტი საქართველოში, „კოლორპაკშია“ წარმოეული. ეს კი სხვა ღვინის მწარმოებლებსაც აძლევს შესაძლებლობას, რომ საკუთარი ხელოვნების ნიმუშები შექმნან და დაიწყონ მსოფლიოს დაპყრობა.