ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე ბოლო 2-3 დღის განმავლობაში საწვავის ფასი კიდევ გაიზარდა.
კერძოდ, ფასები 1-დან 5 თეთრამდეა მომატებული.
კერძოდ, თუ 17 ნოემბრის მდგომარეობით, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე ეკო სუპერის ტიპის საწვავი 2.44 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 2.45 ლარია; ეკოპრემიუმი – 2.32 ლარი ღირდა, დღის მდგომარეობით კი 2.35 ღირს; ევრო რეგულარის ფასმა 1 თეთრით მოიმატა და 2.20 ლარი ღირს; ეკო დიზელის ფასმა – 2.25 ლარიდან 2.28 ლარამდე მოიმატა; 5 თეთრით არის გაძვირებული „დიზელ ენერჯი“ და დღეის მდგომარეობით, მისი ღირებულება 2.18 ლარია; ამასთან 1.55 ლარი ღირს ავტოგაზი, მაშინ როცა რამდენიმე დღის წინ მისი ფასი 1.45 ლარი იყო.
„სოკარის“ სადგურებზე 20 ნოემბრის მდგომარეობით, 1 ლიტრი ნანო სუპერი - 2.43 ლარი; ნანო პრემიუმი - 2.29; ნანო ევრო პრემიუმი - 2.14 ლარი; ნანო დიზელი - 2.10 ლარი; ნანო ევრო დიზელი კი - 2.19 ლარი ღირს.
„ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე 17 ნოემბრის შემდეგ მხოლოდ „ევრო დიზელის“ ფასია გაზრდილი. კერძოდ, 20 ნოემბრის მდგომარეობით, ევრო დიზელი – 2.19 ლარი ღირს, მაშინ როცა 17 ნოემბრის მდგომარეობით მისი ფასი 2.15 ლარი იყო. „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი 2.33 ლარი ღირს; პრემიუმ ავანგარდის“ საფასური – 2.23 ლარია; ევრო რეგულარი – 2.13 ლარი; სუპერ ecto100 კი - 2.53 ლარი ღირს.
„რომპეტროლის“ სადგურებზე სუპერის ღირებულება – 2.45 ლარია; ევრო პრემიუმი – 2.32 ლარი ღირს; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი – 2.20 ლარი; efix ევრო დიზელის ფასი – 2.25; ხოლო ევრო დიზელის – 2.15 ლარია.
გალფის სადგურებზე კი 1 ლიტრი სუპერის ტიპის საწვავი – 2.45 ლარი; G-Force პრემიუმი – 2.29; G-Force ევრო რეგულარი – 2.23 ლარი ღირს; 1 ლიტრი რეგულარის ფასი – 2.17 ლარია; ევრო დიზელი – 2.25 ლარი; დიზელი კი – 2.15 ლარი ღირს; ავტოგაზის საფასური კი - 1.45 ლარია.