ფონდმა ”ქართუმ” საჩხერეში დაზღვევის პროგრამა შეაჩერა

ფონდმა 2014 წლიდან საჩხერის რაიონის ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა შეაჩერა, თუმცა საჩხერის საავადმყოფოს დაფინანსებას კვლავ აგრძელებს.

ამის შესახებ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.

ჩხეტიანის განმარტებით, ”წინა წლებში სახელმწიფო, როდესაც არ ზრუნავდა ქმედით საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზე, ფონდი "ქართუ" შეეცადა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ერთ კონკრეტულ რაიონში, კერძოდ, საჩხერეში, ჩამოეყალიბებინა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა. მას შემდეგ, რაც ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით აამოქმედა საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, ფონდის შესაბამისი სადაზღვევო პროგრამა ზედმეტი აღმოჩნდა”.

მისივე თქმით, ფონდი კვლავაც აგრძელებს საჩხერის საავადმყოფოს დაფინანსებას. გარდა ამისა, ფონდი მიმდინარე წელსაც აფინანსებს ახალი სამედიცინო ბლოკების მშენებლობას.