„საქსტატი“- III კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში 83,3 ათასი სული პირუტყვია დაკლული

სტატისტის ეროვნული სამსახური სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის 2017 წლის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს.

კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის III კვარტალში საქართველოში 75 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წლის III კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 83,3 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 49,4 % მსხვილფეხა, ხოლო 50,6 % - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა).

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2361,6 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2017 წლის III კვარტლის განმავლობაში 8480,8

ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 44,6% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 39,1% - ფრინველის, 12,8% - ღორის, 3,4 % -ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო 0,004 % - სხვაზე.

მომსახურება გაეწია 12,1 ათას პირს, საიდანაც 40,2 % შინამეურნეობებების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყო წარმოდგენილი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 817 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 24.3 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 9, 9 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 22,0 ლარი.

2017 წლის III კვარტალში საქართველოში 43 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლში (37,2%) და თბილისშია (23,3%) განთავსებული.

2017 წლის III კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 248 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია, რომელმაც 129 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 993 კაცით განისაზღვრა.

2017 წლის III კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 68,0 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 70,7% ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 9,3 % პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 6,3 % - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2017 წლის III კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 2,6 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 2, 8 მლნ. ლარი შეადგინა.

2017 წლის III კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 24,3 მლნ. ლარის ღირებულების (5.6 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (60,7%) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 99,6 % მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (50,6%), ქათმის ხორცი (22,5%) და თევზეული (19,7%) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე მხოლოდ ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა ივლისში შეადგენდა 57,4 % - ს, აგვისტოში - 49,4 % - ს, ხოლო სექტემბერში - 49,3 % - ს.

2017 წლის III კვარტალში საქართველოში 37 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (67,6 %) ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. 2017 წლის III კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 36 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულმა პროდუქციამ 72 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1078 კაცით განისაზღვრა.

2017 წლის III კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 174,1 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 85,2% - ს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, ქერი, ლობიო, ხახვი, ალაო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2017 წლის III კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 51,5 მლნ.ლარის ღირებულების 87,9 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 69.1 % იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების.

ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის დაახლოებით 86 %. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 38,4 % - ს, აგვისტოში - 43,1 % - ს, ხოლო სექტემბერში - 57,1 % -ს.