ევროკავშირის საბჭომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლისას ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს საიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
ევროპული სამოგზაურო ინფორმაცია და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) მოიცავს სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებას, პერსონალური მონაცემების შევსებას, მათ შორის სწავლისა და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვას და აპლიკაციის საფასურის - 10 ევროს გადახდას.
აპლიკანტი მაქსიმუმ 72 საათში მიიღებს დასტურს ან უარყოფას შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით. ამასთან, ავტორიზაცია 3 წლის განმავლობაში იქნება მოქმედი. ხოლო 18 წლამდე ახალგაზრდები, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, სტუდენტები და მკვლევარები სააპლიკაციო გადასახადისგან თავისუფლები არიან.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს აღნიშნულ პროექტს მხარი ევროპარლამენტმა დაუჭირა.
ახლა ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიღებულ რეგულიაციას ხელი უნდა მოაწერონ. ხელმოწერილი ტექსტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და ძალაში გამოქვეყნებიდან 20 დღეში შევა.
სავარაუდოდ, აღნიშნული რეგულაციები 2020 წლიდან ამოქმედდება.